მალე ბათუმში ე.წ. ჭაობის დასახლება წყლის ახალ სისტემაში ჩაერთვება. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის მეორე ფაზის ფარგლებში, ე.წ. ჭაობის ტერიტორიაზე უკვე მოეწყო წყლის ახალი ქსელი. ამ ეტაპისთვის ტესტირების - მილების გამორეცხვისა და წყლის ანალიზის სამუშაობი მიმდინარეობს, რომლის შემდეგაც ,,ბათუმის წყალი" უზრუნველყოფს აბონენტთა წყლის ახალ ქსელზე დაერთებას.
სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს ლერმონტოვის, ბაგრატიონის, ოძელაშვილის, გ. ბრწყინვალეს, სულაბერიძის, მთისძირის, მელიქიშვილისა და სულხან-საბა ორბელიანის ქუჩებს შორის არსებულ ტერიტორიაზე.
პარალელურად მიმდინარეობს დიდი დიამეტრის მილების შეცვლა ლერმონტოვის, სულხან-საბა ორბელიანის, ლეონიძისა და გაგარინის ქუჩებზე. ანალოგიური სამუშაოები უკვე განცხორციელდა აღმაშენებლის, ხახულის, მთისძირის ქუჩებზე, სადაც გზის საფარის აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს.
დიდი დიამეტრის მილების შეცვლას, პროექტის განხორციელების პროცესში დაზოგილი თანხა, 2 მილიონ 400 ათასი ევრო მოხმარდება.
მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის მეორე ფაზა ჯამში 44 მილიონი ევროს სამუშაოებს ითვალისწინებს, რომელთა დიდი ნაწილი დასრულებულია.
მასალის გამოყენების პირობები