ირანის ხელისუფლება ირწმუნება, რომ აშშ-დან ორგანიზებული კიბერშეტევა შეაჩერა. ამის შესახებ სააგენტო „ფარსი" იუწყება. სააგენტოს ინფორმაციით, თავდასხმა ამერიკულ ქალაქ დალასში დაიგეგმა და მალაიზიის და ვიეტნამის კომუტატორების მეშვეობით უნდა განხორციელებულიყო. მიზანი კულტურის სამინისტროს საინფორმაციო ცენტრის საიტების დაზიანება და განადგურება იყო. ირანის ხელისუფლების მტკიცებით, მათმა სპეციალისტებმა წარმატების შეაჩერეს კიბერდამნაშავეების შეტევა.
ირანული მედია, ასევე, ირწმუნება, რომ ქსელებში უცხოეთიდან ვირუსი შემოუშვეს, რომელიც, სავარაუდოდ, იმ ირანული ქარხნების საიდუმლო ინფორმაციების მოპოვებას ისახავს მიზნად, რომელნიც ურანის გამდიდრებას აწარმოებენ.