16 თებერვალს, ქუვეითში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური, ქუვეითის ემირს, პარლამენტის სპიკერს და სავაჭრო პალატის ხელმძღვანელს შეხვდება. ასევე დაგეგნილია შეხვედრები ქუვეითის განვითარების ფონდში და საფინანსო სახლში.
გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრი ქალაქ ახმადს ეწვევა და მის მმართველს შეხვდება. როგორც ცნობილია, ქუვეითის ამ რეგიონში ხდება ნავთობის მოპოვება. ნიკა გილაური ასევე ქუვეითელ ბიზნესმენ ალ-შაიას შეხვდება.
აღსანიშნავია, რომ პრემიერთან ერთად დუბაისა და ქუვეთში საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური და პრემიერის მთავარი მრჩეველი თამარ კოვზირიძეც გაემგზავრნენ.