თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, პირველ ბრიგადაში ჯარისკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. 
"ჩვენი ინფორმაციით, სამწუხაროდ, ეს იყო თვითმკვლელობა, ეს არის დიდი ტრაგედია. დეტალებს გამოძიება დაადგენს", - განაცხადა ალასანიამ. 
პირველი ბრიგადის ჯარისკაცი ჯამბულატ ბლიაძე 5 დეკემბერს გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, მან ავტომატის გასროლით თავი მოიკლა. ჯამბულატ ბლიაძე სამხედრო სამსახურში ერთი თვის გაწვეული იყო.