ბელორუსის მწერალთა კავშირის თავმჯდომარე, ნიკოლაი ჩერგინევი ირწმუნება, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის ქორწინებისგარეშე კავშირების შესახებ ინფომაციები აქვს. ეს განცხადება მწერალმა სააგენტო TUT.BY-სთან ინტერვიუში გააკეთა.
"კარგად ვიცი, ვინ არიან ჰილარი კლინტონის საყვარლები, ერთ-ერთ მათგანს, მაგალითად, "მეხორცეს" ეძახიან, რადგან ნიუ-იორკის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი რესტორნის მეპატრონეა. ერთხელ კი კლინტონს თეთრი სახლის ერთ-ერთ მაღალჩინოსანთან გადაუღეს საეჭვო ფოტო," - აცხადებს ჩერგინეცი.
ჩერგინეცმა 2002 წელს დაწერა რომანი "ოვალური კაბინეტის საიდუმლო", სადაც ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის, ბილ კლინტონის სასიყვარულო თავგადასავლების შესახებ საუბრობდა, თუმცა, როგორც წიგნში აღნიშნავს, ავტორის აზრით, არც კლინტონის მეუღლე ყოფილა "წმინდანი".
რომანის კრიტიკოსებმა ხაზი გაუსვეს იმ გარემოებას, რომ მწერალი, რომელიც ზნეობის დამცველად გვევლინება, წიგში ნატურალისტურად აღწერს სექსუალურ სცენებს და სკაბრეზულ ლექსიკასაც იყენებს. თავად ავტორმა კი განაცხადა, რომ მან უბრალოდ რეალური ფაქტები აღწერა.
უკანასკნელ ინტერვიუში ექსცენტრული მწერალი ირწმუნება, რომ მოყვანილი ფაქტების შესახებ ინფორმაცია თავად ამერიკელებმა მიაწოდეს, რისთვისაც ის მათ მადლობას უხდის. აღსანიშნავია, რომ ნიკოლაი ჩერგინევის ""მოპოვებულ ფაქტებს" ბელორუსშიც ბევრი სერიოზულად არ აღიქვამს და მწერალს აკრიტიკებს.