აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე უნგრეთის სრულუფლებიან ელჩს საქართველოში შანდორ საბოს შეხვდა. ელჩი რეგიონში არსებული საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების, რეგიონული პარლამენტის არჩევნებისა და ხელისუფლების მუშაობის თავისებურებებს გაეცნო. დაინტერესდა აჭარასთან მომავალი ტურისტული და ბიზნეს ურთიერთობების დამყარებით. შანდორ ზაბომ, ხილისა და ბოსტნეულის სამაცივრე და სასაწყობე მეურნეობების განვითარებისთვის უნგრული ინვესტიციების გაანხორციელების დახმარების სურვილი გამოთქვა, ასევე ტურისტული მიმოსვლის შეფერხების მთავარ მიზეზზე, თვითმფრინავის ბილეთების სიძვირეზეც ისაუბრა. უნგრეთის ელჩი საქართველოში რელიგიურ დაპირისპირების მიზეზებით და ამ მხრივ აჭარაში არსებული მდგომარეობითაც დაინტერესდა. შანდორ ზაბომ უნგრეთის ქალაქ გიორკსა და ბათუმის დამეგობრების სურვილიც გამოთქვა.
მასალის გამოყენების პირობები