დღეიდან, ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან საარჩევნო სიების ელექტორნული ვერსიის გამოთხოვა ნებისმიერ მსურველს შეეძლება.
სიები 1-ელი თებერვლის მონაცემთა მიხედვით არის შედგენილი. კანონის შესაბამისად, სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ ცესკოს საქართველოში რეგისტრირებულ იმ პირთა სია გადასცა, რომლებიც საარჩევნო უფლებებითYსარგებლობენ, მათ შორის არიან ის ამომრჩევლები, რომლებსაც 18 წელი ადგილობრივი არჩევნების დღემდე შეუსრულდება.
ყველა დაინტერესებულ მსურველზე, როგორც კერძო პირზე, ისე პოლიტიკურ პარტიაზე საარჩევნო სიების გაცემა დღეს, 17:00 საათიდან დაიწყება.