თურქეთი ისრაელთან მოლაპარაკებებში, დათმობაზე წასვლას არ აპირებს - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აჰმეტ დავუთოღლუმ განაცხადა. მინისტრის თქმით, მოლაპარაკებების პირობები იგივე რჩება: ისრაელმა უნდა მოიხადოს ოფიციალური ბოდიში თურქეთის წინაშე და კომპენსაცია გადაუხადოს გემ Mavi Marmara-ზე დაღუპულების ოჯახებს.
გასულ კვირას, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს წარგზავნილი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ჟენევაში შეხვდა. შეხვედრა არაფორმალურ ხასიათს ატარებდა, რომელზეც ორმა მხარემ ურთიერთობის ნორმალიზების პერსპექტივები განიხილა.
შეგახსენებთ, რომ ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობები 2008 წელს გაუარესდა, როდესაც თურქულმა გემებმა ღაზას სექტორში შესვლა სცადეს. თუმცა, მდგომარეობა საბოლოოდ 2010 წელს, გემ Mavi Marmara-ს ინციდენტის შემდეგ დაიძაბა. გემი ღაზას ბლოკადის გარღვევას ცდილობდა, თუმცა, ის ისრაელის სამხედრო-საზღვაო ფლოტის გემებმა შეაჩერეს, რასაც თურქულ გემზე მსხვერპლი მოჰყვა.
მასალის გამოყენების პირობები