ბრაზილიაში მიმდინარე გამოძიების დროს დაკავებული სამი ქართველი მეზღვაური თავისუფალია. გამოძიება, რომელიც საშიშ ნივთიერებებთან გულგრილი დამოკიდებულების ბრალდებით ოთხი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა ბრაზილიელმა სამართალდამცავებმა რამდენიმე მეზღვაური მათ შორის საქართველოს სამი მეზღვაურიც დააკავეს. სასამართლომ ქართველი მეზღვაურები უდანაშაულოდ სცნო. ისინი თავს კარგად გრძნობენ და საქართველოში დღეს დაბრუნდებიან.
შეგახსენებთ, რომ მეზღვაურები 2012 წლის აგვისტოში პანამის დროშის ქვეშ მცურავ გემზე მომხდარი უბედური შემთხვევის გამო დააკავეს. გემზე თხევადი გაზის ავზი აფეთქდა, რა დროსაც ქართველი მეზღვაური დაიღუპა.