აშშ-ის სამხედრო პროკურორებმა მოითხოვეს ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის რობერტ ბეილსის სიკვდილით დასჯა მოითხოვეს. ბეილსმა მიმდინარე წლის მარტში ავღანეთში 16 მოქალაქე მათ შორის 9 ბავშვი მოკლა.
საქმის წინასწარი მოსმენისას, რამდენიმე ჯარისკაცმა განაცხადა, რომ ბეილსი სამხედრო ბაზაზე "სისხლში ამოსვრილი" დაბრუნდა. ჩვენებები სასამართლოს ავღანელმა მოწმეებმაც მისცეს.
ბეილსის დაცვა აცხადებს, რომ საქმეში არასაკმარისი მტკიცებულებებია.
უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო 50 წლის განმავლობაში არც ერთი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე სიკვდილით არ დასჯილა.
შეგახსენებთ, რომ ინიციდენტი ყანდაღარის ერთ- ერთ სოფელში 11 მარტს მოხდა.
სულ გამოძიების ინფორმაციით, სერჟანტმა ბეილსმა ცხრა ბავშვი და შვიდი ზრდასრული ადამიანი მოკლა.
38 წლის სერჟანტი ავღანეთიდან კუვეიტში გადაიყვანეს, შემდეგ კი კანზასის შტატში ფორტ ლევენვორტის ციხეში ერთადგილიან კამერაში მოათავსეს. თავად იგი აცხადებს, რომ მომხდარი არ ახსოვს და ბრალსაც არ აღიარებს. სერჟანტი ბეილსი ამ საქმეში ერთადერთი ეჭვმიტანილია, მიუხედავად იმისა, რომ ავღანეთის ხელისუფლება ინცინდენტში სხვა ამერიკელი ჯარისკაცებიც მონაწილეობაზეც საუბრობს.
ბეილსის ადვოკატი ჯონ ბრაუნი აცხადებს, რომ გამოძიებას სერჟანტის ბრალეულობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები არ აქვს. ბრაუნი ასევე უარყოფს იმას, რომ ინციდენტის დროს მისი დაცვის ქვეშ მყოფი ნასვამ მდგომარეობაში იყო.
როგორც აღმოჩნდა, რობერტ ბეილსს კანონთან პრობლემა ადრეც ჰქონდა. ადრე მას ბრალად ედებოდა ადამიანის ცემასა და ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ან მიმალვის მცდელობაში. ორივე შემთხვევაში ბეილსმა ჯარიმა გადაიხადა და საკუთარი აგრესიული საქციელის გამო ფსიქოლოგიური კურსები გაიარა.
ცნობილია ასევე ისიც, რომ მას ფინანსური სიძნელეებიც ჰქონდა.
პენტაგონის წარმომადგენლები არ გამორიცხავენ, რომ ბეილსი შესაძლოა სიკვდილით დასაჯონ.
აღსანიშნავია ასევე, რომ მას შემდეგ რას ბეილსმა 16 ადამიანი დახოცა, მოძრაობა "თალიბანმა" აშშ-სთან ყველანაირი მოლაპარაკებები შეწყვიტა.