"ნატო გააკეთებს ყველაფერს, რათა თავისი მეკავშირე - თურქეთი საფრთხისგან დაიცვას. ჩვენ მზად გვაქვს გეგმები, რომელიც თურქეთის თავდაცვისუნარიანობას გაამყარებს" - განაცხადა თავის გამოსვლაში, ნატოს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა.
ამას გარდა, რასმუსენმა გამოთქვა იმედი, რომ ნატოს ამ გეგმების ცხოვრებაში განხორციელება არ მოუწევს და თურქეთზე თავდასხმა რომელიმე ქვეყნის მხრიდან არ მოხდება. როგორც ცნობილია, ნატო თურქეთის ტერიტორიაზე "პეტრიოტის" ტიპის რაკეტებს განლაგებას გეგმავს. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.
როგორც ცნობილია, 3 ოქტომბერს თურქეთმა სირიის მიმართულებით საპასუხო ცეცხლი, სასაზღვრო ინციდენტის შემდეგ გახსნა. შეტაკების შედეგად, ხუთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ათი დაიჭრა. სხვა მონაცემებით, თურქეთის არტილერიის შედეგად გახსნილ ცეცხლს გაცილებით დიდი მსხვერპლი მოჰყვა. ნატოს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა, ტელეკომპანია "სქაი ნიუსის" ეთერში გამოსვლისას განაცხადა, რომ ამ ეტაპზე, სირიის მოვლენებში სამხედრო ჩარევა, ნატოს გეგმებში არ შედის.