ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ფრანსუა ბოზიზემ საკუთარი ვაჟის დაპატიმრების განკარგულება გასცა. აღნიშნულის მიზეზად პრეზიდენტის შვილის მიერ სასტუმროში გადაუხდელი ანგარიშები სახელდება.
ბი-ბი-სი ადგილობრივი პოლიციაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ სახელმწიფოს მეთაურის შვილმა რამდენიმე ღამე გაატარა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქ ბანგის ხუთვარსკვლავიან სასტუმროში და არ გადაიხადა 13 ათასი აშშ დოლარი.
ქვეყნის პრეზიდენტის განცხადებით, ყველა თანამდებობის პირს რომელიც არ გადაიხდის სასტუროში ცხოვრების ხარჯებს დაეკისრება სათანადო პასუხისმგებლობა.