თურქეთში სამხედრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთში ქალაქ სიირტში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის მიზეზი თვითმფრინავის ტექნიკური გაუმართავობა გახდა. თურქული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია 17 ადამიანი.