შვედეთის პრემიერ-მინისტრის ფრედერიკ რაინფელდტის რეზიდენციის ტერიტორიაზე, ერთ-ერთმა მცველმა თავი მოიკლა.
ინცინდეტის დროს პრემიერი და მისი ოჯახის წევრები რეზიდენციაში არ იმყოფებოდნენ.
გარდაცვლილის ცხედარი მისმა კოლეგამ, კერძო დაცვის ფირმის წარმომადგენელმა იპოვა.
პოლიციის წარმომადგენლის ინფორმაციით, გამოძებას არ აქვს საფუძველი ივარაუდოს, რომ ამ ინცინდენტში არსებობს კრიმინალური კვალი.