შვიდგზის სამუდამო პატიმრობა და კიდევ 140 წელი ციხეში გასატარებლად. ასეთია განაჩენი რომელიც სასამართლომ "არიზონელ მსროლელს" გამოუტანა. ჯარედ ლი ლოფნერმა ცეცხლი გახსნა შეხვედრაზე, რომელსაც კონგრესმენი გაბრიელე გიფორდსი საკუთარ ამომრჩეველთან მართავდა.
თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა 6 და მძიმედ დაშავდა 13 ადამიანი. თავად კონგრესმენი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა,მას "არიზონელი მსროლელის" ტყვიით ჭრილობა თავის არეში ქონდა მიყენებული