რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გენერალური შტაბის მეთაურის პოსტზე ვალერი გერასიმოვის კანდიდატურა მოიწონა. იგი ამ თანამდებობაზე ნიკოალი მარკოვს შეცვლის.
გერასიმოვს ამ დრომდე ცენტრალური სამხედრო ოლქის მეთაურის პოსტი ეკავა.პუტინს გერასიმოვის კანდიდატურა ახლად დანიშნულმა თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოუგომ წარუდგინა.
"გენერალური შტაბის მეთაურის თანამდებობაზე წარმოვადგენ ვალერი ვასილს ძე გერასიმოვს - თმის ძირამდე სამხედრო ადამიანს, ადამინს, რომელმაც გაიარა დიდი ცხოვრებისეული გზა ჯარებში, ადამიანს, რომელსაც პატივს სცემენ სამხედრო სფეროში, გააჩნია კოლოსალური გამოცდილება როგორც გენერალურ შტაბში ასევე საველე პირობებში მუშაობს და რომელსაც ასევე აქვს საბრძოლო მოქმედებების გამოცდილება", - განაცხადა გერასიმივის წარდგენისას სერგეი შოიგუმ.