წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაცია ვერ ახერხებს გაუმკლავდეს სირიაში გაურესებულ ვითარებას.
"ჰუმანიტარული ვითარება მასშტაბების ზრდის მიუხედავად უარესდება", - განაცხადა წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდოიმარემ პიტერ მაურერმა.
გავრცელებული ინფორმაციით, სირიის მთავრობა საერთაშორისო სამედიცინი დახმარების უმეტეს ნაწილს თავად ითვისებს. ეს დახმარება ქვეყანაში წითელი ნახვერმთვარის მეშვეობით შედის.
როგორც ჟენევაში სირიის მხარდამჭერი საერთაშორისო ექიმების კავშირის წარმომადგენლება განაცხადეს, ჰუმანიტარული დახმარება არ მიდის მოსახლეობამდე, რომელიც ყოველდღიურ დაბომბვას განიცდის.
დახმარების 95% დამასკოში წითელი ნახევარმთვარის ოფისში ხვდება, საიდანაც ის მეწილად ბაშარ ასადის მომხრე შეიარაღებული ძალების სამხედროების დამხარებას ხმარდება.
გაეროს მონაცემებით მილიონ 200 ათასი სირიელი სასწრაფო ჰუმანიტარულ დახმარებას საჭიროებს.