საქართველოს სასაზღვრო პოლიციას ბულგარელ მესაზღვრეთა დელეგაცია  ეწვია.დელეგაცია საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული, საკადრო უზრუნველყოფისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის ოფიციალურმა პირებმა მიიღეს.
 ვიზიტის  ფარგლებში  ბულგარეთის სასაზღვრო უწყებისა და შსს სასაზღვრო პოლიციის პრეზენტაცია გაიმართა.  დაგეგმილია შეხვედრები შსს აკადემიის და შსს საპატრულო პოლიციის  დეპარტამენტის წარმომადგენლებთან. 
9 ნოემბერს, სტუმრები სასაზღვრო პოლიციის N3 სამმართველოს (წითელი ხიდი) ეწვევიან, შსს საპატრულო პოლიციის  სასაზღვრო- სამიგრაციო კონტროლის განყოფილებას ,,წითელი ხიდი" დაათვალიერებენ, ასევე ბულგარელი კოლეგები შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ესტუმრებიან  და  იქ არსებულ   მდგომარეობას  გაეცნობიან. 
დელეგაცია საქართველოს 10 ნოემბერს  დატოვებს.