ხვალ, 31 ოქტომბერს, საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართება. ახალმა ხელისუფლებამ პირველი სხდომა ქუთაისში დამტკიცების დღესვე გამართა, სადაც სასწრაფო საკითხების განხილვა მოხდა. აღსანიშნავია, რომ ხვალინდელი სხდომა რიგით პირველი იქნება, რომელსაც ახალი მთავრობა სახელმწიფო კანცელარიაში გამართავს. მთავრობის სხდომა 11 საათზე დაიწყება.
აღსანიშნავია, რომ სხდომის წინამოსამზადებელი შეხვედრა სახელმწიფო კანცელარიაში 29 ოქტომბერს გაიმარტა, რომელზეც 2013 წლის ბიუჯეტზე და იმ პროგრამებზე ისაუბრეს, რის განხორციელებასაც „ქართული ოცნება" წინასაარჩევნოდ მოსახლეობას დაპირდა. მოსამზადებელ შეხვედრაზე საუბარი იყო ასევე ქართული პროდუქციის რუსეთის ბაზარზე დაბრუნების პერსპექტივაზეც.
მასალის გამოყენების პირობები