აშშ-ში ნიუ-ჯერსის შტატში ქარიშხალ სენდის მიერ გამოწვეყლი წყლის დონის მატების გამო ატომურ ელექტროსადგურ "ოისტერ კრიკზე" საფრთხის შესახებ გამოცხადდა. შესაბამისი განცხადება აშშ-ის ატომური რეგულირების კომისიამ გააკეთა.
კომისიის წარმომადგენელთა განცხადებით, თუ წყლის დონე განაგრძობს მომატებას, შესაძლოა ტუმბოების დაზიანება, რომელიც გამოყენებულ საწვავს აგრილებს. ამ შემთხვევაში აეს-ზე გაგრილება სახანძრო მილებით მოუწევთ.
სენდიმ აშშ-ში უკვე იმსხვერპლა 12 ადამიანი. ტრაგიკული შემთხვევები ნიუ-იორკში, ნიუ-ჯერსიში, პენსილვანიასა და დასავლეთ ვირჯინიაში მოხდა. ერთი ადამიანია დაღუპული კანადაში ტორონტოსთან ახლოს.