ქარიშხალი სინდი აშშ-ის სანაპირო ზოლს მიუახლოვდა. ქარიშხლის ფრონტის სიგანე 835 კილომენტრია, ქარის სიჩქარე 140კმ/სთ. გადაადგილების სიქარე 25კმ/საათი. ქარიშხალი შესაძლოა სამი დღე გაგრძელდეს. იგი აშშ-ის 12 შტატს ემუქრება. სტიქიის ზონაში, სავარაუდოდ, 50 მილიონი ადამიანი მოჰყვება
ნიუ-იორკის 76 სკოლაში მოწყობილია სპეციალური თავშესაფარი. არ მუშაობს საქალაქო ტრანსპიორტი. ჩაკეტილია სატრანსპორტო გვირაგები. გადადებულია 7 ატასზე მეტი ავიარეისი. ქალაქში მოწყობილია წყალდამცავი ბარიერები.
შტატის გუბერნატორი მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს.
"დახურეთ დარაბები და ჟალუზები. არ მოადუნოთ ყურადღება თუ უჩვეულო სიჩუმე ჩამოვარდა, ეს შესაძლოა ქარიშხლის ცენტრი იყოს", - წერს გუბერნატორი ტვიტერზე თავის გვერდზე.
ქვეყნის პრეზიდენტის ბარაკ ობამას განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ ხელისუფლება კარგად მომეზადა სტიქიის წინააღმდეგ, არ არის გამორიცხული მნიშვნელოვანი ზარალი და ზინაი.
პრეზიდენტმა მოიწოდა მოსახლეობას იმ შემთხვევისთვის თუ აუცილებელი გახდება ავაკუაცია მკაცრად დაემორჩილნონ ხელისუფლების მიერ გაცემულ მითითებებს.
შეგახსენებთ, რომ კარიბის ზღვის ქვყნებში ქარიშხალმა უკვე იმსხვერპლა 70-მდე ადამიანი.