სირიის საჰაერო შეიარაღებული ძალები დამასკოს ახლოს ოპოზიციონერების პოზიციებს ბომბავენ. ინფორმაციას ამის შესახებ დასავლური მედია ოპოზიციის აქტივისტებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, დარტყმა იმ დასახლებული პუნქტის მიმართულებით განხორციელდა, რომელიც სირიის დედაქალაქიდან აღმოსავლეთით მდებარეობს.
ოპოზიცია ამტკიცებს, რომ წინა კვირას ამ ქალაქის ხელში ჩაგდება სამთავრობო ძალებმა წარუმატებლად სცადეს.