ბრატისლავაში მატარებლების შეჯახების შედეგად 23 ადამიანი დაშავდა. სააგენტო TASR-ის ინფორმაციით, ავარია ბრატისლავის ცენტრალურ სადგურსა და სადგურ "ვინოგრადის" მონაკვეთში მოხვდა.
მატარებლები ერთმანეთს მიყვებოდნენ. სავარუდოდ, შეჯახების მიზეზი ერთ-ერთი მატარებლის გადაჭარბებული სიქარე გახდა, რომელმაც დროზე ვერ შეძლო დამუხრუჭება და მის წინ გაჩერებულ მატარებელს შეჯახა.
მგზავრებთან ერთად დაშავებულია, ერთ-ერთი მატარებლის მემაქანე, რომლის მდგომარეობა კრიტიკულია.
"წინასწარი მონაცემებით სახელმწიფოსთვის მიყენებული ზარალი 5 მილიონ ევროს შეადგენს", - განაცხადა ბრატისლავის პოლიციის პრეს-სპოკერმა პეტრა გრაშკოვამ.