მილანის სასამართლოს მიერ იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრისათვის სილვიო ბერლუსოკნისათვის მისჯილი 4 წელი, ამნისტიის კანონის მიხედვით, "ხანდაზმულობიდან" გამომდინარე ავტომატურად 1 წლად იქცევა, მაგრამ ყოფილი პრემიერი დარწმუნებული იყო, რომ მას გაამართლებდნენ.
იტალიის ერთ ერთ ტელეარხთან პირდაპირ ეთერში სატელეფონო საუბრისას ისმოდა თუ როგორი გაღიზიანებული იყო პრემიერი.
"ეს განაჩენი პოლიტიკურია, მიუღებელი და არარსებული. ეს უკვე არაფრად არ ვარგა. მოსამართლეები მხოლოდ იმას აკეთებენ, რომ ჩემზე იერიში მოაქვთ და მართლმსაჯულებას პოლიტიკური მიზნებისათვის იყენებენ",_ აცხადებს ბერლუსკონი.
აღსანიშნავია, რომ ყოფილ პრემიერთან დაკავშირებულ ახალ ამბავს იტალიელები სხვადასხვაგვარად შეხვდნენ. ზოგი მათგანი საზეიმოდ ქუჩაშიც კი გამოვიდა.
ბერლუსკონის ადვოკატები სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს 15 დღის ვადაში ქვეყნის უმაღლეს სასამართლო ინსტანციაში გააპროტესტებენ.