სულ მცირე 146 ადამიანი დაიღუპა სირიაში პარასკევს. შეტაკებები სირიაში დღესაც გრძელდება. ინფორმაციას ამის შესახებ ლონდონში არსებული სირიის ადამიანის უფლებების დაცვის ცენტრი ავრცელებს.
უფლებების დამცველთა მონაცემებით, აფეთქებების შედეგად, საარტილერიო დაცხრილვების და შეტაკებების შედეგად 53 მშვიდობიანი მაცხოვრებელი, 50 ამბოხებული და 43 სამხედრო დაიღუპა.
შეგახსენებთ, რომ ხუთშაბათს სირიის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობამ ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე მუსულმანური დღესასწაულის იდ ალ-ადხასთან დაკავშირებით (ყურბან-ბაირამი) 26 დან 29 ოქტომბრამდე შეიარაღებული ოპერაციის შეწყვეტა გამოაცხადა. თუმცა დაიტოვა უფლება ცეცხლითვე ეპასუხა "ტერორისტული დაჯგუფებების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ცეცხლის გახსნის შემთხვევებზე".