ქარიშხალ სენდის მსხვერპლთა რაოდნეობა 40-მდე გაიზარდა. ქარიშხალს, რომელის კარიბის ზღვის რაიონში ბობოქრობს უკვე "ფრანკენშტორმი" უწოდეს.
11 ადამიანია დაღუპული კუბაში. 9 ადამიანი ჰაიტიში, სადაც ათასობით ადამიანი თავშესაფრის გარეშეა დარჩენილი. ქარიშხალს მსხვერპლი მოჰყვა დომინიკის რესპუბლიკაში, იამაიკაში და ბაჰამის კუნძულებზე.
სინოპტიკოსების განცხადებით, ქარიშხალი, რომელიც 120კმ/სთ სიჩქარით მიიწევს აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროსკენ 25სმ ნალექს მოიტანს.
ვირჯინიის შტატში უკვე გადაიდო ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატის ჯო ბაიდენის და პრეზიდენტობის კანდიდატის მიტ რომნის შეხვედრები ამომრჩევლებთან.
მეტეოროლოგები შიშობენ, რომ ტროპიკული შტორმისა და ცივი არქტიკული მასების შეჯახებამ კონტინენტზე, შესაძლოა არა მხოლოდ წვიმა, არამედ თოვლიც გამოიწვიოს.