ჩვენი ინფორმაციით, შესაძლებელია როგორც გაზზე, ისე ბენზინზე ტარიფები შემცირდეს, - განუცხადა ჟურნალისტებს ენერგეტიკის მინისტრობის კანდიდატმა კახა კალაძემ. მისი თქმით, თანამდებობაზე დამტკიცებისთანავე ამ საკითხზე კონსულტაციები დაიწყება.
"ჩვენი ინფორმაციით, შესაძლებელია როგორც გაზზე, ისე ბენზინზე ტარიფები შემცირდეს. თუმცა ეს მხოლოდ პირადად ჩემი გადასაწყვეტი არ არის. თანამდებობაზე დამტკიცებისთანავე ჩემი უწყება კონსულტაციებს დაიწყებს", - განაცხადა კალაძემ.