"პრეზიდენტის ინიციატივა მისი ერთგვარი ხრიკია", _ განაცხადა პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში პრეზიდენტის ინიციატივის კომენტირებისას.
,,პრეზიდენტის ინიციატივა მერებისა და გუბერნატორების პირდაპირი წესით არჩევის შესახებ ერთგვარი ხრიკია. Mმერებისა და გუბერნატორების არჩევას წლების განმავლობაში ოპოზიცია ითხოვდა და მიხეილ სააკაშვილი ეწინააღმდეგებოდა", _განაცხადა საყვარელიძემ.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტი მერებისა და გუბერნატორების პირდაპირი წესით არჩევის ინიციატივით გამოვიდა.
"როდესაც ხელისუფლებაში მოვედი, ქალაქის მერებსა და გამგებლებს პრეზიდენტი ნიშნავდა, მათ ახლა საკრებულოები ირჩევენ, ხოლო თბილისის მერს - დედაქალაქის მოსახლეობა. პირდაპირი არჩევის წესი სხვა მერებსა და გამგებლებზეც უნდა გავრცელდეს. ასევე გთავაზობთ, რომ პირდაპირი წესით ავირჩიოთ ყველა გუბერნატორი. ეს გადამწყვეტი იქნება დემოკრატიული ინსტიტუტების კიდევ უფრო გაღმავების პროცესში. დეცენტრალიზაცია არის არა მარტო სასიცოცხლო დემოკრატიული პრინციპი, არამედ ჩვენი ინსტიტუტების განვითარების ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტი და მათი მდგრადი ფუნქციონირების საუკეთესო გზა", - განაცხადა პრეზიდენტმა საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას.