აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატების ბარაკ ობამასა და მიტ რომნის ბოლო ტელედებატებამდე კონკურენტების რეიტინგები გათანაბრდა.
NBC News და Wall Street Journal-ის გამოკითხვებით, ორივე კანდიდატს მხარს ამორჩეველთა 47% უჭერს.
ტელედებატების ბოლო რაუნდის, რომელიც დღეს, 22 ოქტომბერს გაიმართება, თემა აშშ-ის საგარეო პოლიტიკა იქნება.
შეგახსენებთ, რომ პირველ დებატებში მიტ რომნიმ, მეორეში კი ბარაკ ობამამ გაიმარჯვა.
კანდიდატებს შორის 19 ოქტომბერს, ნიუ-იორკის კათოლიკური არქიეპარიის სასტუმრო Waldorf-Astoria-ში სახუმარო პაექრობაც გაიმართა. მოწინააღმდგეები ერთმანთზე აქტიურად მასხრობდნენ. თუმცა ხუმრობდნენ არა მხოლოდ ერთმანეთზე. მაგალითად მიტ რომნის დასცინა მედიას, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიას აშუქებს. "მე უკვე ვნახე მედიაში პირველი ინფორმაცია დღევანდელ შეხვედრაზე. სათაური: "ობამა კათოლიკების ამბორში, რომნი სადილობს მდიდარ ადამიანებთან", - იხუმრა რომნიმ.
თავის მხრივ ობამამ სადილის დაწყებამდე მახვილგონივრული რემარკა გააჟღერა: "გთხოვთ დაიკავოთ თქვენი ადგილები. წინააღმდეგ შემთხვევაში კლინტ ისტვუდი დაგიწყებთ ყვირილს", - ისტვუდი კი მიტ რომნის მხარდამჭერია.
რომნიმ სადილზე იხუმრა, რომ კადიდატებს ჰყავთ ახლობელი ადამიანი, რომელიც მუდამ მათთანაა. "მე მყავს ბრწყინვალე მეუღლე ენნი, მას კი ჰყავს ბილ კლინტონი", - განაცხადა რომნიმ და ბარაკ ობამასკენ გაიხედა.
ობამა კი სახელებზე იხუმრა და აღნიშნა, რომ მისი მოწინააღმდეგის სრული სახელია უილარდ მიტ რომნი, მაგრამ ცნობილი ის გახდა მხოლოდ თავისი მეორე სახელით.
"სამწუხაროა, რომ მე არ შემიძლია ჩემი მეორე სახელის გამოყენება. ის ყველა ამერიკელს არ მოსწონს", - განაცხადა ბარაკ ჰუსეინ ობამამ.
საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში 6 ნომებერს ჩატარდება.