დღეს, 18 ოქტომბერს, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ნატოს გენერალური მდივნის წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი ეწვევა.
აპატურაი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს აღმასრულებელ ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
ასევე იგეგმება შეხვედრა მთავრობის ახლა შემადგენლობასთან.
გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს ნატოში ინტეგრაცია იქნება.