მემარცხენე ფრონტის კოორდინატორის სერგეი უდალცოვისა და სხვა პირების წინააღმდეგ ფილმ "პროტესტის ანატომია-2"-ის ფაქტების შესწავლის შემდეგ სისხლის სამართლის საქმე "მასობრივი არეულობების მომზადება-ორგანიზაციის" მუხლით აღიძრა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტი ავრცელებს.
"აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სერი უდალცოვის, ლეონიდ რაზვოჟაევის, კონსტანტინე ლებედევისა და სხვა პირების წინააღმდეგ. საქმის აღძვრის საფუძველი დოკუმენტურ ფილმ "პროტესტის ანატომია-2" -ში მოყვანილი ფაქტების შემოწმება გახდა, რომელთა მიხედვითაც მოსკოვსა და რუსეთის სხვა რეგიონებში არეულობები მზადდებოდა",_ განაცხადა საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვლადიმერ მარკინმა.
საგამოძიებო კომიტეტში აღნიშნავენ, რომ დოკუმენტური ფილმის შესწავლისას მონტაჟის ნიშნები ვიდეოფირში გამოვლენილი არ იქნა.
"დადგენილია, რომ ხმა, მათ შორის რომელიც ფარული კამერით გადაღებულ სიუჟეტებში ისმის სწორედ უდალცოვს ეკუთვნის. ხოლო შეხვედრა, რომლის ფრაგმენტებიც ფილმშია ნაჩვენები 2012 წლის ივნისის მეორე ნახევარში, მინსკშია გამართული. შეხვედრაში მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე, მოლდოვაში საქართველოს კონსული მიხეილ ინაშვილი და ასევე მთი სამი თანაშემწე. რუსული მხრიდან ამ შეხვედრაში "მემარცხენე ფრონტის" ლიდერი უდალცოვი, მისი დამხმარე ლებედევი და დუმის დეპუტატის ილია პონომარიოვის თანაშემწე რაზვოჟაევი მონაწილეობდნენ", _ ნათქვამია საგამოძიებო კომიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, რომლის მიხედვითაც უდალცოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა მის ბინაში ჩხრეკა განხორციელდა.
ამას გარდა, უდალცოვის ადვოკატის ვიოლეტა ვოლკოვას განცხადებით, ჩხრეკა ასევე მიდის სერგეი უდალცოვის მშობლების ბინაში. "მასთან კავშირი არ მაქვს, არავინ ელოდა, რომ ჩხრეკას დაიწყებდნენ",_ აცხადებს ადვოკატი.
შგახსენებთ, რომ ტელეკომპანია "ენ-ტე-ვე"-მ "მრავალრიცხოვან მაყურებელთან თხოვნით" ფილმ "პროტესტის ანატომიის" გაგრძელება გაუშვა ეთერში, რომლიც რუსეთის ოპოზიციური მოძრაობის ლიდერებს ეძღვნება.
"პროტესტის ანატომიის" მეორე ნაწილი ოპოზიციური "მემარცხენე ფრონტის" ლიდერს სერგეი უდალცოვს ეძღვნება: პროგრამაში იგი დადანაშაულებულია დაფინანსებისა და ინსტრუქციების მიღებაში ქართველი პოლიტიკოსის, გივი თარგამაძის მხრიდან, რევოლუციის მომზადების საკითხში.
ფირი მორიგი "მილიონიანი მარშის" კადრებით იწყება, რომელიც მოსკოვში მიმდინარე წლის 15 სექტემბერს გაიმართა. ამის შემდეგ უკვე ნაჩვენებია სერგეი უდალცოვისა და მისი მომხრეების კონსტანტინე ლებედევის, იური აიმოლედინოვისა და ლეონიდ რაზვოჟაევის საუბარი ქართველ დეპუტატთან გივი თარგამაძესთან, მიხეილ სააკაშვილის ახლო თანამებრძოლთან. თარგამაძეს "ენ-ტე-ვე" ახასითებს ადამიანს, რომელსაც აქვს "რეალური გამოცდილება გადატრიალების მოწყობისა" საქართველოსა და უკრაინაში. ასევე ნახსენებია მისი შესაძლო ორგანიზატორობა ბელორუსში მასობრივ არეულობებში 2-10 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ.
ტელეკომპანიის მონაცემებით ეს საუბარი ზაფხულის დასაწყისში გაიმართა, თავდაპირველად საუბარი ფინანსებს ეხება. თარგამაძე აცხადებს, რომ მას აქვს "მოსკოვის ბანკის" ყოფილი პრეზიდენტის ალექსეი ბოროდინის მხარდაჭერა, რომელიც ამჟამად ლონდონში იმალება.
თარგამაძე ფილმში რუსეთში გადატრიალებას 200 მილიონ დოლარად აფასებს - ჰყვება კადრსმიღმა ხმა და აღნიშნავს, რომ ბოროდინმა ამ თანხის შოვნის პირობა დადო.
რუსული მედიის ინფორმაციით, ფილმში თარგამაძეს არც ჩრდილოეთ კავკასიის თემისათვის აუვლიას გვერდი. იგი საუბრობს თავის კავშირებზე ვიღაც ჩეჩნებთან, რომლებთანაც ერთად "კარგი პროვოკაციის" მოწყობა შეიძლება. ფილმის ავტორები ასევე აცხადებენ, რომ უდალცოვი თარგამაძისაგან ყოველთვიურად 35 ათას დოლარს იღებს.
საუბარში "მემარცხენე ფრონტის" აქტივისტები ოპოზიციური აქტიურობის რამდენიმე ვარიანტს განიხილავენ. კერძოდ, თარგამაძე კალინინგრადისა და ვლადივოსტოკის ხელში ჩაგდების ავატიურულ გეგმაზე საუბრობს, იმისათვის რათა ხელისუფლება ერთდროულად ორივე ფრონტის საომარ მდგომარეობაში ჩადგეს.