აშშ-ს ვაჭრობის ფედერალურმა კომისიამ, შესაძლოა, აშშ-ს მთავრობას ურჩიოს, რომ IT-გიგანტის წინააღმდეგ გამოვიდეს და Google-ს უჩივლოს. თუ კი ეს მოხდება, მაშინ Google-ის სკანდალი შესაძლოა 90-იანი წლების "მაიკროსოფტის საქმესაც" გაუთანაბრდეს.
კომისიის ექსპერტები დაინტერესდნენ თუ როგორ მუშაობს Google-ის საძიებო სისტემა. არსებობს ეჭვი, რომ კომპანია ხელოვნურად ზრდის საკუთარი პროდუქტების საჭიროებას, თითქოს ამით უფრო მაღლდება საძიებოს სისტემის შედეგიანობა. თუმცაღა მისი ხარისხი სხვა კონკურენტებთან შედარებით დიდად მაღალი არ არის.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კომისიამ უკვე შეადგინა აშშ-ს მთავრობისთვის გასაგზავნი მიმართვის ტექსტი, სადაც უწყება მთავრიბისგან Google-ის წინააღმდეგ სამართლებრივი პროცესის დაწყებას ითხოვს.
როგორც ცნობილია Microsoft და Google რეგულირების ქვეშ მაშ შემდეგ მოექცნენ, რაც მათი ბიზნესი გაფართოვდა და სხვადასხვა სეგმენტები მოიცვა.