ცესკო გორის #32 საოლქო საარჩევნო კომისიის შენობის ძარცვის შესახებ იტყობინება
"ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ 2012 წლის 8 ოქტომბრის დილას, გორის #32 საოლქო საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციულ შენობაში მისულ საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებს, კომისიის შენობა დახვდათ გაძარცვული და აღარ დახვდათ სამუშაო ოთახებში განთავსებული ინვენტარი.
როგორც ირკვევა საოლქო საარჩევნო კომისიის შენობიდან გატაცებულია სამი კომპიუტერი, სადაც ინახებოდა არჩევნებთან დაკავშირებული ინფორმაცია და სხვადასხვა მასალები.
საქმეს ადგილობრივი სამართალდამცავები იძიებენ; შემთხვევის ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ", - ნათქვამია ცესკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.