საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემა დასრულდა. არჩევნებში მონაწილეობდა 16 სუბიექტი,მათ შორის 14 პოლიტიკურ პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი:
1 - პ/გ "კახა კუკავა - თავისუფალი საქართველო" 
4- "ეროვნულ-დემოკრატიული პარტია" 
5 - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-მეტი სარგებელი ხალხს" 
9 - "სამართლიანი საქართველოსთვის" 
10 - "გიორგი თარგამაძე - ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება"("ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა", "საქართველოს ევროპელი დემოკრატები") 
17 - "სახალხო მოძრაობა" 
19 - "თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა" 
23 - პ/გ "ჯონდი ბაღათურია - ქართული დასი" 
24 - პ/გ "ახალი მემარჯვენეები" 
26 - "სახალხო პარტია" 
30 - "მერაბ კოსტავას საზოგადოება" 
35 - "მომავალი საქართველო" 
36 - "საქართველოს მშრომელთა საბჭო" 
38 - "შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია" 
39 - "საქართველოს სპორტსმენთა კავშირი" 
41 - "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება"(პ/გ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საქართველოს კონსერვატიული პარტია, პ/მ "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს", "საქართველოს რესპუბლიკური პარტია", პ/გ "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები", პ/გ "ეროვნული ფორუმი").
დღეს, 1-ელ ოქტომბერს, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. საარჩევნო უბნები 07:00 საათზე გაიხსნა, ხმის მიცემა 08:00 საათზე დაიწყო.  20:00 საათზე კენჭისყრა დასრულდა და უბნები დაიხურა. 
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 613 851 შეადგენს. ქვეყნის მასშტაბით 73 საარჩევნო ოლქი, 3 668 ჩვეულებრივი და 71 გამონაკლის შემთხვევებში შექმნილი უბანი მოქმედებს. 45 უბანი გაიხსნება ქვეყნის ფარგლებს გარეთ.