12 საათისთვის ამომრჩეველთა საერთო აქტივობამ 25.5% შეადგინა - ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. რაც შეეხება კონკრეტული ოლქების მიხედვით მოქალაქეთა აქტივობას, პროცენტული მაჩვენებლები საზოგადოებისთვის მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ამასთან, ცესკო მოუწოდებს საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს, კომისიის მუშაობას ხელი არ შეუშალონ - როგორც ცესკო-ს პრესსპიკერმა, ეკა აზარაშვილმა განაცხადა, მარნეულის ოლქში, მე-80-ე საარჩევნო უბანზე ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი კომისიის მუშაობაში ჩაერია, რამაც, აზარაშვილის თქმით, საარჩევნო პროცესის მიმდინარეობა შეაფერხა.