ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი კლდიაშვილის განმარტებით, 12:00 საათის მონაცემებით, ქუთაისის #59-ე საარჩევნო ოლქში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 23,65%-მა ხმა უკვე მისცა.
კლდიაშვილის ინფორმაციით, 2010 წლის არჩევნებთან შედარებით, ქუთაისში ამომრჩეველთა აქტივობა ძალიან მაღალია,
"შესაძლოა, უბნებზე იყოს უკვე საჩივრები, თუმცა ჩვენ ამის მონაცემები ჯერ არ გვაქვს. არჩევნები ყოველგვარი დარღვევების გარეშე მიმდინარეობს. მცირედი ხარვეზები, რაც უბნებზე ფიქსირდება, უბნებზე მყოფ დამკვირვებლებსა და კომისიის წევრებს შორის დაპირიპირებით არის გამოწვეული", - აღნიშნა კლდიაშვილმა.