საარჩევნო ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ალასნიამ არჩევანი „ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენისთვის გააკეთა".
„ხმა მივეცი რეალურ პროგრესს, რეალურ ცვლილებებს და არა ფასადურს. მე ხმა მივეცი სამართლიანობის აღდგენას, ძალას რომლისაც მჯერა, საქართველოს რეალურ ინტეგრაციას ევროპაში, რომელიც ყველა ქართველის ოჯახს აგრძნობინებს თავს დაცულად. დარწმუნებული ვარ დღეევანდელი დღე მთელს საქართველოში მშვიდობიანად ჩაივლის", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.