წყალტუბოში "ქართული ოცნების" საარჩევნო უბნების კოორდინატორები პოლიციაში დაიბარეს , - ამის შესახებ კოალიციის წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, წყალტუბოს #58 მაჟორირატულ საარჩევნო ოლქში, 30 სექტემბერის 22 საათიდან განხორციელდა მასირებული ფსიქოლოგიური ზემოქმედება პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების" საარჩევნო უბნების კოორდინატორებზე და ქვეკოორდინატორებზე. აღნიშნულ ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ახოციელებდნენ პოლიციის თანამშრომლები სატელეფონი ზარების საშუალებით.
სალიის, ფარცხანაყანების, მუხიანის პოლიციის უფროსმა თემური მჟავიამ (577528685) დაურეკა ქვემოთ ჩამოთვლილ პირებს, რომ თითქოს მათ აიღეს ქართული ოცნებიიდან 250 ლარი და იბარებს პოლიციაში სამშაბთს 10 საათზე.
# 8 უბნის კოორდინატორები: მამუკა ფხაკაძე; შალვა გოდუაძე; თემურ იამანიძე
ოფურჩხეთის პოლიციის უფროსმა დაურეკა დაფარული ნომრიდან #17 უბნის კოორდინატორს გიორგი კახიძეს დაიბარა ოფურჩხეთის პოლიციაში სამშაბათს 12 საათზე.
წყალტუბოს პოლიციის გამომძიებელმა მალხაზ ბასილაძემ (577528662) დაურეკა #1 უბნის კოორდინატორს ნანა ქუთათელძეს, უთხრა რომ მას აღებული ქონდა 250 ლარი და ამის გამო დაიბარა წყალტუბოს პოლიციაში სამშაბათს
#4 უბნის კოორდინატორს ნინო ნემსიწვერიძეს დაურეკეს პოლიციიდან და დაიბარეს პოლიციაში სამშაბათს 12 საათზე
#21 უბნის კოორდინატორს გელა ნიჟარაძეს დაურეკეს პოლიციიდან (577528185) და დაიბარეს პოლიციაში სამშაბათს 12 საათზე.
#36 უბანზე კოორდინატორს მერაბი კოსტავას დაურეკეს ოფურჩხეთის პოლიციიდან (599251540) და დაიბარეს ოფურჩხეთის პოლიციაში.
#22 -ე უბნის კოორდინატორს კონსტანტინე ტყეშელაშვილს დაურეკეს პოლიციიდან და დაიბარეს პოლიციაში სამშაბათს.
#44-ე უბანზე კოორდინატორს მირზა ნუცუბიძეს დაურეკეს პოლიციიდან (577528185) და დაიბარეს პოლიციაში სამშაბათს
#31 ვანო სიმსივეს დაურეკეს ოფურჩხეთის პოლიციიდან (599251540) და დაიბარეს პოლიციაში (გვარი არ უთხრეს)
#42 უბნის კოორდინატორს ლადო ბაზაძეს დაურეკეს პოლიციიდან მჟავიამ (577528185) და დაიბარეს პოლიციაში სამშაბათს
#43 უბანი კოორდინატორს ციბაძეს ლაშას დაურეკეს ნომრიდან (577528185) და დაიბარეს პოლიციაში სამშაბათს.
#12 უბნის კოორდინატორს კახა ფანცხავას დაურეკეს ნომრიდან (577528662) და დაიბარეს პოლიციაში სამშაბათს.
#32 უბანზე კომისიის წევრს თეა გველებიანს დაურეკეს ნომრიდან (577936275) და დაიბარეს პოლიციაში სამშაბათს.
"ყველა ეს პირი არის პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების" აქტივისტი. ისინი არჩევნების დღეს უნდა იმყოფებოდნენ საარჩევნო უბნებზე და ახორციელებენ მათზე კანონით დაკისრებულ მოვალეობებს. მათთან განხორციელებული სატელეფონო ზარები მკაფიოდ შეიძლება შეფასდეს, როგორც ფსიქოლოგიური ზემოქმედების ფორმა, რათა ხვალისთვის პოლიციაში დაბარებულმა პირებმა დღეს (არჩევნების დღეს) თავიანთი მოვალეობის შესრულებისას კორექტირება გაუკეთონ თავიანთ მოქმედებებს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნებიდან" მათთვის არანაირი ფორმით არ მომხდარა არანაირი თანხის გადაცემა. აქედან გამომდინარე 30 სექტემრის ღამის პოლიციის მასირებული შეტევა განხორციელდა მხოლოდ და მხოლოდ არჩევნებზე ზემოქმედების მოტივით და მას აქვს პოლიტიკური დატვირთვა", - აცხადებს ზაქარეიშვილი.