საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა შეინიშნება, - განაცხადა საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა ჯუდიტ გოფმა ეროვნულ არქივში, 26-ე საარჩევნო უბნის დათვალიერების შემდეგ. მისი თქმით, ეს უკვე მეექვსე უბანია, რომელსაც დამკვირვებლის სტატუსით ესტუმრა.
"პროცესის შეფასება ჯერჯერობით ნაადრევია, თუმცა საარჩევნო პროცესზე კარგად ვართ ინფორმირებული. საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა შეინიშნება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და კარგია", - აღნიშნა ჯუდიტ გოფმა.
მისი განმარტებით, საერთაშორისო დამკვირვებლები, რომლებიც არჩევნებს მთელი საქართველოს მასშტაბით აკვირდებიან, პარალელურად მათაც აწვდიან ინფორმაციას. როგორც ელჩმა განმარტა, საარჩევნო უბნების დათვალიერებას განაგრძობს და პროცესს საერთაშორისო დაკვირვებლებთან შეთანხმების შემდეგ ერთობლივად შეაჯამებენ.