,,დაღუპული ბავშვის მამას ადვოკატებთან ურთიერთობის საშუალებას არ აძლევენ", _ განაცხადა ჟურნალისტებთან ,,ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა გურჯაანში მომხდარი ფაქტის კომენტირებისას.
მისივე განცხადებით, ხელისუფლება ყველაფერზეა წამსვლელი.
,,ხელისუფლება ყველაფერზეა წამსვლელი. დაღუპული ბავშვის მამას ადვოკატებთან ურთიერთობის საშუალებას არ აძლევენ. საქარველოში ახალი დრო დგება და ძალიან გთხოვთ ყველას ისწავლეთ და გააცნობიერეთ, რომ ეს თქვენი ქვეყანაა და იზრუნეთ მის მომავალზე", _ განუცხადა ჟურნალისტებს ივანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გურჯაანის რაიონის სოფელ ქვევრში ათი თვის ბარბარე რაფალანცი დაიღუპა.