ყველაზე მაგარი პორტი შავ ზღვაზე ლაზიკის პორტი იქნება, ამ,ის შესახებ განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა ზუგდიდში მოსახლეობასთან შეხვედრისას გააკეთა. პრეზიდენტის განმარტებით, ლაზიკის პორტი ყველაზე ღმა კანიონზე აშენდება.
„აქ იმოძრავებენ ტვირთები , აქ აშენდება საწარმოები, ისე როგორც ფოთში დავიწყეთ მილიარდიანი საწარმოს მშენებლობა. აქ ჩაიდება უამრავი ფული, ინვესტორები მთელი მსოფლიოდან შექმნიან ახალ კომპანიებს, აქ აშენდება სასტუმროები და შავი ზღვის გარშემო მოწა არ დარჩება აუთვისებელი და ჩვენ დავსაქმდებით. ჩვენ გავძლიერდებით და ჩვენ მეგრელები განვაცვიფრებთ მთელს მსოფლიოს ჩვენი ნიჭით. მე ვიცი, რომ ჩვენი ბავშვები არაფრით არ არიან ნაკლები ფრანგ ბავშვებზე, ამერიკელ ბავშვებზე, ესტონელ ბავშვებზე. და ისინი დატო უნდა ცხოვრობდნენ ისინი უფრო სიღარიბესა და გაჭირვებაში და როგორც არასდროს უნდა ვთქვათ, რომ ამ ახალი ქალაქით ჩვენ გადავლახავთ სიღარიბეს, ავაშენებთ ახალ საწარმოებს, ავაშენებთ ახალ ტურისტულ ობიექტებს და გავაფართოებთ ჩვენს პორტებს და ამაყად ვიყტვით, რომ ჩვენ გვიყვარს სამეგრელო და ჩვენ გვიყვარს საქართველოს"- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
მასალის გამოყენების პირობები