ამერიკელი სენატორები უკრაინის ხელისუფლებას ყოფილი პრემიერის გათავისუფლებასა და მისთვის სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფას სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, იმ პირების წინააღმდეგ, ვინც იულია ტიმოშენკოსა და "ნარინჯისფერი რევოლუციის" სხვა ორგანიზატორების დაკავებაზე არიან პასუხისმგებელი, ზომების მიღებას ითხოვენ.
სენატის წარმომადგენლები სახელმწიფო დეპარტამენტს სთხოვენ, სავიზო აკრძალვები დაუწესონ იმ უკრაინელ მაღალჩინოსნებს, ვისაც ყოფილი პრემიერისა და რევოლუციის სხვა ავტორების დაკავებასთან აქვს კავშირი.
გარდა ამისა, სენატი უკრაინის ხელისუფლებას მოუწოდებს, არჩევნები, რომელიც ოქტომბერშია დაგეგმილი, ეუთო-ს სტანდარტების შესაბამისად ჩაატაროს.
რეზოლუციას სარეკომენდაციო ხასიათი აქვს და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტსა და უკრაინის ხელისუფლებას რეაგირებას არ ავალდებულებს.