შვეიცარული მხარის თანხმობის შემთხვევაში, ეკვადორი მზადაა, "ვიკილიქსის" დამფუძნებელი ჯულიან ასანჯი მისი დაცვის ქვეშ შვეიცარიულ მხარეს დასაკითხად გადასცეს.
ეკვადორის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, დაკითხვა, შესაძლოა, შვეიცარიაში ეკვადორის დიპლომატიური წარმომადგენლობის შენობაში გაიმართოს, ან თუნდაც ლონდონში არსებულ შვეიცარიის საელჩოში იმ შემთხვევაში, თუ ბრიტანეთი უფლებას მისცემს ეკვადორს ასანჯი შენობიდან გაიყვანოს.
ამ დროისთვის ჯულიან ასანჯი ლონდონში ეკვადორის საელჩოს შენობაში რჩება.