უკრაინის ექს-პრემიერის იულია ტიმოშენკოს პალატაში ჩხრეკა ჩაატარეს. ინფორმაციას ამის შესახებ თავად ტიმოშენკო თავისი ადვოკატის მეშვეობით ავრცელებს.
"დღეს, 2012 წლის 13 სექტემბერს, პალატაში, სადაც მე ვიმყოფები, 37 წლის საუკეთესო ტრადიციების დაცვით ჩხრეკა ჩაატარეს მხოლოდ ერთი მიზნით - წაერთმიათ ჩემთვის ორივე დოზიმეტრი - ერთი ძირითადი, მეორე კი საკონტროლო. ისინი მე საშუალებას მაძლევდნენ, მუდმივ რეჟიმში მეკონტროლებინა რადიაციის დონე იმ ოთახებში, სადაც ვიმყოფები", _ ნათქვამია ტიმოშენკოს განცხადებაში, რომელიც მისმა ადვოკატმა ალექსანდრე პლახოტნიუკმა გამოაქვეყნა.