რუსეთში კამჩატკის ჩრდილოეთ ნაწილში თვითმფრინავმა "ან-28"-მ კატასტროფა განიცადა. ამ დროსათვის არსებული მონაცემებით, კატასტროფის შედეგად გარდაცვლილია 10 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი. მცირეწლოვანი მიღებული ჭრილობებისაგან საავადმყოფოში გარდაიცვალა.
რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს მონაცემებით, სამი ადამიანი, ორი მამაკაცი და ერთი ქალი გადარჩა, ერთი ადამიანის ბედი კი უცნობია.
სარეისო თვითმფრინავთან კავშირი დასახლება პალანასთან გაწყდა. ჩატარებული სამძებრო სამუშაოების შედეგად თვითმფრინავი დასახლება პალანადან 10 კილომეტრში ჩამოგდებული იპოვეს. თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი ჯერ ჯერობით უცნობია. ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.