ხვალ, 21 აგვისტო 12: 00 საათზე, „საქართველოს ბანკის" სათაო ოფისი (გაგარინის ქ. 29ა, შემოსასვლელი სანაპიროს მხრიდან ) ბათუმის IV საერთაშორისო ფესტივალ „ღამის სერენადებთან" დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება. ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელია გამოჩენილი ქართველი მევიოლინე და დირიჟორი ლიანა ისაკაძე.
IV ფესტივალი ეძღვნება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ს აღსაყდრებიდან 35-ე წლისთავს.
"ღამის სერენადები" წელს 25-დან 28 აგვისტოს ჩათვლით აჭარაში, გონიოს ისტორიული ციხესიმაგრის ტერიტორიაზე ღია ცის ქვეშ ჩატარდება.
მასალის გამოყენების პირობები