საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა 2012 წლის 31 მარტის მდგომარეობით 11.4 მილიარდი აშშ დოლარი (18.9 მილიარდი ლარი) შეადგინა. აქედან, 3.8 მილიარდი აშშ დოლარი (6.3 მლრდ ლარი) იყო სამთავრობო სექტორის ვალი (მთლიანი ვალის 33.4%), 783.1 მლნ აშშ დოლარი (1.3 მლრდ ლარი, 6.9%) - ეროვნული ბანკის, 2.1 მილიარდი აშშ დოლარი (3.5 მლრდ ლარი, 18.3%) - საბანკო სექტორის, 2.1 მილიარდი აშშ დოლარი (3.5 მლრდ ლარი, 18.5%) - სხვა სექტორებისა და 2.6 მილიარდი აშშ დოლარი (4.3 მლრდ ლარი, 23.0%) - კომპანიათაშორისი ვალი. საქართველოს მთლიანი საგარეო ვალის შეფარდება ბოლო ოთხი კვარტლის (იგულისხმება პერიოდი 2011 წლის მეორე კვარტლიდან 2012 წლის პირველი კვარტლის ჩათვლით) მშპ-თან 76.7 პროცენტს შეადგენს. მთლიანი საგარეო ვალის 94.6 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.
2012 წლის პირველ კვარტალში 2011 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 128.9 მლნ აშშ დოლარით (214.0 მლნ ლარით) გაიზარდა. აქედან ოპერაციულ ცვლილების გამო ვალი გაიზარდა 49.0 მლნ აშშ დოლარით (81.4 მლნ ლარით), ფასის ცვლილების შედეგად - 16.2 მლნ აშშ დოლარით (26.9 მლნ ლარით), საკურსო ცვლილებების გამო 60.2 მლნ აშშ დოლარით (99.9 მლნ ლარით), სხვა ცვლილებების შედეგად კი - 3.5 მლნ აშშ დოლარით (5.8 მლნ ლარით).
სამთავრობო სექტორის უცხოური ვალდებულებები საანგარიშო პერიოდში 114.4 მლნ აშშ დოლარით (189.9 მლნ ლარით) გაიზარდა. აქედან ოპერაციული ცვლილებების შედეგად 76.5 მლნ აშშ დოლარით (127.1 მლნ ლარით), ფასის ცვლილებით 11.7 მლნ აშშ დოლარით (19.4 მლნ ლარით), საკურსო ცვლილებების შედეგად 26.2 მლნ აშშ დოლარით (43.4 მლნ ლარით). სამთავრობო სექტორის საგარეო ვალის შეფარდება ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-თან 25.6 პროცენტი იყო.
საანგარიშო პერიოდში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 31.9 მლნ აშშ დოლარით (53.0 მლნ ლარით) შემცირდა. აქედან, ოპერაციული ცვლილების შედეგად გვქონდა ვალდებულებების 39.2 მლნ აშშ დოლარით (65.1 მლნ ლარით) შემცირება, ხოლო საკურსო ცვლილების შედეგად ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 7.3 მლნ აშშ დოლარით (12.1 მლნ ლარით) გაიზარდა. წინა კვარტალთან შედარებით 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა ეროვნული ბანკის საგარეო ვალის შეფარდება ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-თან და 5.3 პროცენტი შეადგინა.
საბანკო სექტორის უცხოური ვალდებულებები 35.7 მლნ აშშ დოლარით (59.3 მლნ ლარით) შემცირდა. ოპერაციული ცვლილებების შედეგად ვალი 43.9 მლნ აშშ დოლარით (72.8 მლნ ლარით) შემცირდა , ხოლო საკურსო ცვლილებების შედეგად 8.1 მლნ აშშ დოლარით (13.5 მლნ ლარით) გაიზარდა.
43.3 მლნ აშშ დოლარით (72.0 მლნ ლარით) გაიზარდა სხვა სექტორების საგარეო ვალდებულებები. აქედან 34.3 მლნ აშშ დოლარი (57.0 მლნ ლარი), რაც სხვა სექტორების ვალდებულებების ზრდის 79.2 პროცენტს შეადგენს, არასაფინანსო კორპორაციების საგარეო ვალდებულებებზე მოდის. სხვა სექტორების საგარეო ვალი, ოპერაციული ცვლილების შედეგად 24.3 მლნ აშშ დოლარით (40.3 მლნ ლარით), ფასის ცვლილებების შედეგად 4.5 მლნ აშშ დოლარით (7.5 მლნ ლარით), საკურსო ცვლილებების შედეგად 11.0 მლნ აშშ დოლარით (18.2 მლნ ლარით) და სხვა ცვლილებების შედეგად 3.6 მლნ აშშ დოლარით (5.9 მლნ ლარით) გაიზარდა.
საანგარიშო პერიოდში, უცხოური კომპანიათაშორისი სესხები, 38.8 მლნ აშშ დოლარით (64.4 მლნ ლარით) გაიზარდა. ოპერაციული ცვლილების შედეგად კომპანიათაშორის სესხები 31.3 მლნ აშშ დოლარით (51.9 მლნ ლარით), საკურსო ცვლილების შედეგად კი 7.6 მლნ აშშ დოლარით (12.6 მლნ ლარით) გაიზარდა, ხოლო სხვა ცვლილებების ხარჯზე უმნიშვნელოდ 0.1 მლნ აშშ დოლარით (0.2 მლნ ლარით) შემცირდა.
საგარეო ვალდებულებების ზრდის 51.5 პროცენტი, რაც 66.4 მლნ აშშ დოლარს შეადგენს (110.3 მლნ ლარი) უცხოური ვალუტით გამოსახულ ვალზე მოდის, ხოლო ეროვნული ვალუტით დენომინირებული საგარეო ვალზე მთლიანი საგარეო ვალის ზრდის 48.5 პროცენტია, რაც 62.5 მლნ აშშ დოლარს შეადგენს (103.7 მლნ ლარი). საანგარიშო პერიოდის ბოლოს უცხოური ვალუტით დენომინირებული საგარეო ვალდებულებების მოცულობამ 10.8 მილიარდი აშშ დოლარი (17.9 მლრდ ლარი), ხოლო ეროვნული ვალუტით დენომინირებული ვალის მოცულობამ 615.4 მლნ აშშ დოლარი (1.0 მლრდ ლარი) შეადგინა.