ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე პროკურატურის განცხადება სანახაობის ნაწილი მგონია, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ განაცხადა.
შარაშიძის თქმით, ადამიანური ტრაგედიების გამოყენება მიუღებელი და ამორალურია.
„მოგატყუებთ, თუ გეტყვით, რომ გამოკითხვიდან რაიმე განსაკუთრებულს ველოდებით. ყველაზე სამწუხარო რეალობა ის არის, რომ „ოცნება“ ნამდვილ სახეს აჩვენებს – მათ რიგებში ამდენი აგენტი და ყოფილი „ნაცია“. ერთმანეთის დასმენას და ჩაშვებას რაც უფრო მეტად გააგრძელებენ, მით უფრო მალე
და მკაფიოდ დაინახავს ქართველი ხალხი მათ რეალურ სახეს.
რაც ხდება, კიდევ ერთხელ იმაზე მიუთითებს, რამდენად ძირგამომპალია სისტემა და რამდენად არანაირი კავშირი არ აქვს ხელისუფლებას მოსახლეობის კეთილდღეობასთან. ასევე რამდენად არიან კორუმპირებულები, მოძალადეები და ყველაფრის მკადრებლები არიან. ეს პროცესი რაც უფრო მეტად გაგრძელდება, საზოგადოება უფრო მეტად დაინახავს „ოცნების“ სახეს.
პროკურატურის განცხადება ისევ სანახაობის ნაწილი მგონია. არ მგონია, ამ ყველაფერს რაიმე ხელშესახები მოჰყვეს, ვინაიდან „ოცნება“ სხვა დღის წესრიგს ვეღარ ქმნის, ერთმანეთის „ჩაშვება“ დარჩათ. დღევანდელი „ოცნება“ ყოფილი „ნაცების“ და აგენტების პარტიაა. ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს, ადამიანური ტრაგედიების გამოყენება მიუღებელი და ამორალურია, მაგრამ ამ საქმის დეტალებში არ და ვერ შევალთ. ეს არის „ოცნების“ თვითილუსტრაციის ნაწილი, როცა ქართველ ხალხს საკუთარი ქმედებით საკუთარ თავს აჩვენებენ“, – განაცხადა შარაშიძემ.
ცნობისთვის, დღეს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ „2026 წლის 4 აპრილს ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტზე შსს-ში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარებულია არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. საქმეზე უტყუარად დადასტურებულია თვითმკვლელობის ფაქტი. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილისა და სხვა პირების მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, პროკურატურის ზედამხედველობით, შსს-ში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოიკითხებიან ნიკა გვარამია; ირმა ინაშვილი; ნანუკა ჟორჟოლიანი; ხატია დეკანოიძე; თაზო დათუნაშვილი; გია ხუხაშვილი; გიორგი ლილუაშვილი; ზაზა დავითაია; ერმილე ნემსაძე; გიორგი გიგაური“.