ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალურ გაზსადენზე, საგურამოსთან, გუშინ  გაზის გაჟონვა დაფიქსირდა, რის გამოც რუსეთიდან საქართველოს გავლით  სომხეთში გაზის ტრანზიტი შეწყდება.
აღდგენით სამუშაოებს აწარმოებს გაზსადენის ოპერატორი - "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია". სომხეთში გაზის ტრანზიტი, სალიკვიდაციო სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება.
 საქართველოს გაზმომარაგებაში, სომხეთში გაზის ტრანზიტის შეწყვეტის გამო, პრობლემები არ შეიქმნება.