თურქულ კომპანია „NitroMaksnx"-ს, რომელიც  მშვიდობიანი მიზნებისთვის გამოყენებად ფეთქებად ნივთიერებებს აწარმოებს
აჭარაში ინვესტიციის განხორციელება სურს. აღნიშნულ საკითხთან  დაკავშირებით, კომპანიის, აჭარის სავაჭრ-სამრეწველო პალატისა და აჭარის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებმა  ქობულეთის რაიონში მდებარე საპრივატიზაციო ობიექტი მოინახულეს, სადაც შესაძლებელი იქნება კომპანია NitroMaksnx-ის საწარმოს აშენება. თურქული კომპანიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ისინი შეისწავლიან აღნიშნულ ობიექტს და შესაბამისად წარმოადგენენ კონკრეტულ ბიზნეს გეგმას
                                
                                                                     
                                     მასალის გამოყენების პირობები